სასწავლო პროექტი


1. პროექტის სახელწოდება:   საქართველოს წითელ  წიგნში შეტანილი ცხოველები

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
მოსწავლეებმა მიიღონ ინფორმაცია საქართველოს წითელი წიგნის და მასში შეტანილი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების  შესახებ.

3. პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია,რადგან მოსწავლეები შეიტყობენ საქართველოში არსებული გადაშენების პირას მყოფი ცხოველების შესახებ. შეძლებენ გაეცნონ თუ რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენს დაუკვირვებლობას და ბუნებაში ფლორისა და ფაუნის  გაუფრთხილებლობას.

4. პროექტის მიზნები:
·       მოსწავლეებმა შეძლონ საქართველოში არსებული  გადაშენების პირას მყოფი ცხოველების შესახებ ინფორმაციის მოძიება
·       მოსწავლეებმა შეძლონ მოძიებული ინფორმაციის დახარისხება
·       მოსწავლეებმა შეძლონ გაიაზრონ  რა ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად
·       მოსწავლეები  შეძლებენ ურთიერთთანამშრომლობის,კომუნიკაციის ,კრიტიკული აზროვნების ,კვლევა-ძიების უნარების განვითარებას.
·       შეძლებენ ბუკლეტების დამზადებას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და მოსახლეობას გააცნობენ არსებულ პრობლემას.
·       შეძლებენ კედლის გაზეთის დამზადებას და ინფორმაციის მიწოდებას სკოლაში მოსწავლეებისათვის.
·       შეძლებენ პრეზენტაციის გაკეთებას საქართველოში გადაშენების პირას მყოფი ცხოველების შესახებ.

5. მონაწილეთა ასაკი:11 - 12 წელი

6. ვადები/ხანგრძლივობა: 14 დღე

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
·       კედლის გაზეთი, ბუკლეტები

8. პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:
·       ინტერნეტი, კომპიუტერი,მე-6 კლასის სახელმძღვანელო, ენციკლოპედია, პრინტერი,  საბეჭდი ქაღალდი ,ფოტომასალა ,ფორმატის ფურცელი, მარკერები, წებოვანი ლენტები.

9. პროექტის  მსვლელობა  (ძირითადი  აქტივობები)
·       აქტივობა N1  -  თემის შერჩევა
·       აქტივობა N2  - ჯგუფისჩამოყალიბება
·       აქტივობა N3  - გეგმის და მიზნების ჩამოყალიბება
·       აქტივობაN4   -  მოვალეობების გადანაწილება
·       აქტივობაN5   -  პრეზენტაციის გაკეთება
·       აქტივობაN6   - შემაჯამებელი შეფასება
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
·       ისტ-ი და ბუნებისმეტყველება

11.პროექტის  ხელმძღვანელი   (მასწავლებელი): ია მეტრეველი

12.ხელმძღვანელის  ელ. ფოსტა: ia.metreveli78@gmail.com

13.პროექტის  ვებგვერდი/ბლოგი:

No comments:

Post a Comment